გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ღონიაშვილი “სითი-პარკიდან” უკანონო თანხების ლეგალიზაციის საქმეზე, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.
დღეს, პროკურატურამ იმ მოტივით, რომ ღონიაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა სამ მარტს ეწურებოდა, მისი 10-ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
მოსამართლე ნინო სანდოძემ კი, ბრალდებული ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლა.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გიგი უგულავას პატიმრობის ვადა აპრილში ეწურება, წინასასამართლო სხდომის ფარგლებში, დაცვის მხარემ უკვე დააყენა შუამდგომლობა, უგულავას გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება.
რაც შეეხება საქმის განხილვის მიმდინარეობას, განხილვის ვადად 9 თვეა გათვლილი, თუმცა არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ვალუტის კრიზისამდე თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა