გიგი უგულავას პროცესი „თბილსერვისისა“ და რიყის გასხვისების საქმეზე მოსამართლემ ხვალამდე გადადო

გიგი უგულავას პროცესი „თბილსერვისისა“ და რიყის გასხვისების საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო გადაწყვეტილება და პროცესი ხვალ 12 საათზე განახლდება.

გიგი უგულავა და მისი ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძეს ემსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. თუმცა, დაცვის მხარის ამ პოზიციას არ ეთანხმებოდა პროკურატურა და ამ საკითხზე თავად მოსამართლემაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მას ამ შუამდგომლობის განხილვის უფლებამოსილება არ გააჩნია.

მანამდე კი გიგი უგულავამ სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ
შემდეგი სტატიათამაზ ხუბუა-სიჭინავა,შენ დედა გყავს?+ვიდეო