გიგი უგულავას მისი ადოკატები ამ წუთებში ხვდებიან

ამ წუთებში გიგი უგულავას მისი ადვოკატები ხვდებიან. შეხვედრა 17:00 საათისათვის დაიწყო. არსებული ინფორმაციით პატიმრობაში მყოფ უგულავასთან მისი უფლებადამცველები საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად სხვა მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ.

ამ დროისთვის დაცვის მხარეს კვლავ არ ჩაბარებია პარასკევს მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენის სრული ვარიანტი, რის გამოც დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ისტანციაში ვერ ახერხებს.

დამატებითი ინფორმაცია თუ რაზე ისაუბრებენ ადვოკატები და დედაქალაქის ყოფილი მერი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას თბილსერვისის საქმესთან დაკავშირებით სასამრთლომ თავისუფლება 4 წლითა და 6 თვით აღუკვეთა, ხოლო რიყის საქმეზე ის გამართლდა.

ამავე საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო დავით კეზერაშვილი. არ არის გამორიცხული გიგი უგულავას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოშიც გაასაჩივრონ.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4499 ლარია
შემდეგი სტატიაSkype დღეს ხარვეზებით მუშაობს