გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარემ პედრო აგრამუნტმა დაგმო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრება მისი გათავისუფლებიდან 24 საათზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ.

“ბატონი უგულავას წინააღმდეგ ერთ-ერთი პროცესის დაჩქარება აშკარად იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც თან ერთვოდა მართლმსაჯულების სისტემის მუშაობაში ჩარევის ნიშნები, და რაც ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართველი პოლიტიკური ფიგურის რაც შეიძლება მალე დაპატიმრებას”,- განაცხადა პედრო აგრამუნტმა.

ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარემ ამ გადაწყვეტილებას ბარბაროსული უწოდა და გამოთქვა გაფრთხილება, რომ თუკი ის არ იქნება გადახედილი, საფრთხე შეექმნება ევროპაში საქართველოს რეალური ინტეგრაციის პერსპექტივებს.

“ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევა და სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება, რომლის მიზანია მოწინავე ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების გაჩუმება. ბატონი უგულავას დაპატიმრება არის ცუდი, მიუღებელი, უაღრესად შემაშფოთებელი, შეცდომა და პოლიტიკურად მოტივირებული”, განაცხადა ბატონმა აგრამუნტმა.

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარემ გამოხატა ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სოლიდარობა და მხარდაჭერა ბატონი უგულავასადმი, ასევე მისი ოჯახის წევრების და თანაპარტიელების მიმართ.

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა მასობრივად დახვრიტეს ხალხი სირიაში
შემდეგი სტატიაბალკანეთი: მიგრანტები ახალ გზებს ეძებენ