გიგი უგულავას ადვოკატმა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ საქალაქო სასამართლოსაც მიმართა

სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა გიგი უგულავამ. ის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი. დილით ე.წ. მატროსოვის ციხეში უგულავასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიტანა ყოფილი მერის ადვოკატმა.

ბექა ბასილაიამ ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩააბარა. ის გიგი უგულავასაც შეხვდა.

ბექა ბასილაიას განცხადებით, სპეკულაციებს რომ წერტილი დაესვას, მათ მიმართეს საქალაქო სასამართლოსაც გიორგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.

„საქალაქო სასამართლოც თუ თვლიდა, რომ მისი სამსჯელოა ეს საკითხი, ვალდებული იყო დაუყოვნებლივ უნდა შეკრებილიყო, რადგან საკითხი პირის უკანონო პატიმრობას ეხება. გიორგი უგულავა დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მუხედავად ამისა მათ დაარღვიეს კანონი და წავიდნენ დანაშაულზე,“ – განმარტა ბექა ბასილაიამ.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. საუბარია საქმეზე, რომელიც თბილსერვისისა და რიყის პარკის ეპიზოდებს აერთიანებს.

საქალაქო სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარსდგეს გიგი უგულავას ადვოკატი. რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ სხდომაზე მისი სიტყვით გამოსვლა კონსტიტუციის დაღვევით პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას თანხლებით არ მოუწევს.

ადვოკატი ამბობს, რომ გიგი უგულავა უნდა განთავისუფლდეს.

სხდომას გიგი უგულავაც ესწრება ის უკვე მიიყვანეს საქალაქო სასამართლოში.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების სამინისტრო გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს მოუწოდებს, გიგი უგულავას საქმეზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ