გიგა ბოკერია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშრებით პირველ კომენტარს აკეთებს

უკრაინული ვებ-გვერდი uareview.in.ua მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ის გიგა ბოკერიას ესაუბრება

უკრაინული ვებ-გვერდი uareview.in.ua მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ის გიგა ბოკერიას ესაუბრებასაპარალამენტო მცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშრებით პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული მასალიდან ირკვევა, რომ ფარული მიყურადება ქვეყანაში ისევ არსებობს და ამასთან, მუქარა, რომელზედაც გვარამია საუბრობდა რეალური იყო.

“ჩანაწერი ადასტურებს ორ რამეს, ერთი იმას, რომ მოსმენები უკანონო გრეძელდება და თავხედურად მერე ამას გვაჩვენებენ და მეორე კონკრეტული მუქარაც იყო გვარამიას მისამართით, რომ გამოაქვეყნებდნენ სააკაშილთან საუბარს. ეს ადასტურებს იმას, რომ შიკრიკი რომელიც გააგზავნა მთავრობამ იმ მუქარებით გვარამისთან, ნამდვილად არსებობდა. პროკურატურამ აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოძიების დასაწყებად ამ საუბარს გამოიყენებს, თუ არა არ ვიცი. ახალი სათქმელი არაფერია. ეს არის საჯარო პოზიცია, წითელი ხაზი არის რუსთავი2 ის ჩახშობა. ეს არავისთვის სიახლე არ უნდა იყოს ,ეს არიც ჩვენი პოზიცია რომელიც იქნება განხორციელებილი”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ვებ-გვერდი uareview.in.ua მიხეილ სააკაშვილის მორიგ სატელეფონო საუბრების ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის  გიგა ბოკერიას  ნიკა გვარამიას ესაუბრება.

ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი შანტაჟსა და რევოლუციას არამხოლოდ ოდესაში, არამედ საქართველოშიც გეგმავს

banner
წინა სტატიაშიუკრაინული ვებ-გვერდი uareview.in.ua მიხეილ სააკაშვილის მორიგ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ის გიგა ბოკერიას ესაუბრება
შემდეგი სტატიანიკა გვარამია:”როგორ იყო, არ გისმენს მთავრობა, მოგელანდა ყველაფერიო?”