გიგა ბოკერია: უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე ივანიშვილის პირადი მარიონეტები ინიშნებიან

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე ინიშნებიან ივანიშვილის პირადი მარიონეტები, რათა ებრძოლონ მის პოლიტიკურ ოპონენტებს და არა კრიმინალს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
“შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილის კანდიდატურა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მთავარ პრობლემას, რომელსაც ივანიშვილის მარიონეტებით დაკომპლექტებული სისტემა ჰქვია. უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე ინიშნებიან ივანიშვილის პირადი მარიონეტები, რათა ემსახურონ მას და არა ხალხს და კანონს; ებრძოლონ მის პოლიტიკურ ოპონენტებს და არა კრიმინალს. მთავარი პრობლემა – ივანიშვილი უნდა ჩამოვაცილოთ მთავრობას და ქვეყანა უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან ვიხსნათ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის თქმით კი, პრინციპული მნიშვნელობა თუ ვინ დაიკავებდა ამ პოზიცია, არ ჰქონდა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ის მისი შემრჩევის – ბიძინა ივანიშვილის პირადი მიზნების გამტარებელი იქნება და არა ქვეყნის ინტერესების.
“რაც შეეხება უშუალოდ მღებრიშვილს, ამ ადამიანმა თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ პოლკოვნიკი ფირცხალავა, კრიმინალებთან გადაიყვანა, რათა სწორედ მათი მეშვეობით მომხდარიყო ზეწოლა”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხანძარი სოფელ დიღომში – ცეცხლი სამოქალაქო თავდაცვის ყოფილ საწყობებს გაუჩნდა
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავებას მეოთხე ვადითაც აპირებს