გიგა ბოკერია: სამწუხაროდ, ივანიშვილი თავისი პოლიტიკის შედეგად საქართველოს აზიანებს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებს ყოფილ პრემიერს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქმედებები ქვეყანას აზარალებს.

„ივანიშვილს მიაჩნია, რომ ასეთი თავხედური, ამაზრზენი ნაბიჯებით შეძლებს, რომ გატეხოს ქვეყნის შიგნით საზოგადოების თავისუფალი ნება და ამავე დროს ეს შეუმჩნეველი დარჩება თავისუფალ სამყაროს – ეს არ მოხდება. საქართველოს შიგნით ეს თავისუფალი ნება არ გატყდება, რამდენადაც არ უნდა ეცადოს და ეს შეუმჩნეველი არ დარჩება საერთაშორისო თანამეგობრობას. სამწუხაროდ, ივანიშვილი თავისი პოლიტიკის შედეგად საქართველოს აზიანებს,“ – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

 

banner
წინა სტატიაში„დღის თემა – წამების ამსახველი ვიდეო”- უკრაინული სააგენტო მორიგ სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: გვარამია ვალდებულია მიაწოდოს პროკურატურას ობიექტური ინფორმაცია