გიგა ბოკერია: მივემგზავრები ლონდონში, სასამართლოს უნდა მივცე ჩვენება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

მიხეილს სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის შეხვედრას ადასტურებს თავად ბოკერია. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის წევრი კატეგორიულად უარყოფს იმ დიალოგის არსებობას, რაც ე.წ.-მა უკრაინულმა ვიკილიქსმა გაავრცელა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის განმარტებით, შეხვედრა შედგა 19 ოქტომბერს. პარტიის სხვა წევრებთან ერთად ისინი ბრუნდებოდნენ მადრიდიდან, სადაც სახალხო პარტიის კონგრესი გაიმართა. თუმცა, დიალოგს ბოკერია კატეგორიულად უარყოფს.

„ეს ყველაფერი არის ივანიშვილის პასუხი იმ ღრმა კრიზისზე, რომელშიც მან ქვეყანა შეიყვანა. სააკაშვილთან რეგულარულად მაქვს შეხვედრები და საურები. ასე, რომ აქ აღსანიშნავი რა არის, ვერც კი ვხვდები, გარდა იმ ძალიან სასაცილო ბოდვისა, რაც მოვისმიენთ. მე დღეს ღამე მივემგზავრები ლონდონში, სასამართლოს უნდა მივცე ჩვენება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მერე ამასაც არ მოყვეს დამატებითი ბოდვა,“ – განმარტა გიგა ბოკერია.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ არსებობს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: “იმედი”, “მაესტრო”, “პირველი არხი” არის ოპოზიციური – ყველანი ოპოზიციურები არიან