გიგა ბოკერია: მთავარი პრობლემა იმ ადამიანის მიერ ქვეყნის მართვაა, ვინც არ არის ანგარიშვალდებული

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

კონფერენცია ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი თბილისში დასრულებულია. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ამბობენ, რომ შეხვედრებზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის არაფორმალური მმართველობის ნიშნები, ევროპისა და ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელი ფაქტორია.

„მთავარი პრობლემა იმ ადამიანის მიერ ქვეყნის მართვაა, ვინც არ არის ანგარიშვალდებული და მართავს ამ ყველაფერს, როგორც საკუთარ კერძო ბიზნესს, თან მართავს ძალიან ცუდად და არაკომპეტენტურად. პრობლემატური, რაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, იყო, ერთის მხრივ, ამის აღიარება. ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ არაფორმალური მმართველობა ჯობს ფორმალურ დიქტატურასო. ანუ, პირდაპირ თქვა, რომ ეს მიღებულია მათ მიერ და არ აპირებენ არაფრის შეცვლას,“ – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია.

ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის თანამშრომელმა ბათუ ქუთელიამ მონაწილე ექსპერტების მიერ გაკეთებულ დასკვნაზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ იპოვოს თავისი ადგილი ერთიან ევროპაში, მმართველობა უნდა იყოს დაფუძნებული ღია, გამჭვირვალე და ინსტიტუციურ ფორმებზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა: ჩვენს ყოფილ მეგობრებს დაავიწყდათ, რისთვის შიმშილობდნენ 2008 წელს პარლამენტის კიბეებზე
შემდეგი სტატიაზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი: პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი ზუგდიდს არც ერთი დღით არ დატოვებს