გიგა ბოკერია: ლარის გაუფასურება არის იმ პოლიტიკის შედეგი რომელსაც 3 წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ატარებენ

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ბოკერია აცხადებს მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ აქვს

,,ლარის გაუფასურება არის იმ პოლიტიკის შედეგი რომელსაც 3 წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ატარებენ. ეს არის პოლიტიკა გადასახადების გაზრდის და არა შემცირების, ბიუროკრატიის ზრდის, ნათესავების და მეგობრების დასასაქმებლად, რეგულაციების ზრდის, ტურიზმის დანგრევის, კრიმინალის ზრდის და უაზრო სავიზო პოლიტიკის ხარჯზე, ამის შედეგია. ამას კომისიის შექმნა კი არ ჭირდება, ამას სჭირდება ივანიშვილისგან საქართველოს მთავრობის განთავისუფლება და ამ მთავრობის გამოცვლა.მთავრობისა რომელიც დღემდე ამ კრიზისის უმძიმეს პერიოდში გვეუბნება რომ გეგმა არ ააქვს, იმიტომ რომ კრიზის არ აღიარებს”- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ ხუბუა აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება
შემდეგი სტატიამერიის გადაწყვეტილებით, ვიწრო ტროტუარებზე პარკირება შეიზღუდება