გიგა ბოკერია: დღეს ისინი დამარცხდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლის ნაწილია

გიგი უგულავას გათავისუფლებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გამარჯვებად აფასებენ.

როგორც ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, პროკურორები ოლიგარქის დავალებით პროცესზე სამარცხვინოდ იქცეოდნენ.

“ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ჩვენ ვნახეთ რამხელა პრობლემა გვაქვს ქვეყანაში. როდესაც პროკურორებს ვუსმენდით. ოლიგარქის დაველბით ისინი სამარცხვინოდ იქცეოდნენ. პრობლემა ერთი კაცის, ივანიშვილის მართული რეჟიმია, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს, რომელსაც არაფრის კეთება შეუძლია და ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. დღეს ისინი დამარცხდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლის ნაწილია. ჩვენ მშვიდობიანად და დემოკრატიულად ეს კაცი უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ეს უფრო ძვირი დაუჯდება”, – განაცხადა ბოკერიამ

მოსამართლეთა კოლეგიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას პატიმრობის უკანონობასთან დაკავშირებით სამართლიანად სცნო და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიბასილაია: ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ეს მიღწევა
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: მსგავსი შემთხვევების გამო მოქალაქემ უფრო დაცულად შეიძლება იგრძნოს თავი