გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულ ინფორმაციას “ტაბულას” დირექტორი, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გიგა ბოკერია დაკითხვაზე 13:00 საათზე დაიბარა.
უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua-ში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, სააკაშვილი მათ “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციის სცენარს სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშისუსმა გავრცელებულ აუდიო-მასალებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა
შემდეგი სტატიაგავრცელებულ აუდიო-მასალაზე სააკაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს