გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს-რაიმე არალეგალურ ფორმირებებზე არაა საუბარი ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულიც არ იყო

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებსპირველ რიგში რაც უნდა ითქვას, არა თუ რაიმე არალეგალურ ფორმირებებზე არაა საუბარი ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულიც არ იყო,  რომ ამ ტიპის სტრუქტურები იქმნებოდა. ჯერ  კიდევ 2010 წელს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა საჯაროდ რომ  2008 წლის აგრესის შემდეგ დაწყებული პროცესი რეზერვის რეფორმირებით დასრულდა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ორი ტიპის სტუქტურა  იქმნებოდა–აცხადებს  გიგა ბოკერია

ერთი იყო ტერიტორიული რეზერვი, რომელიც ინფრასტრუქტურას დაიცავდა  შესაძლო სამხედრო აგრესსის პირობებში ანუ სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ნაწილი იყო, მეორე იყო ეგრეთწოდებული საარმიო რეზერვი სადაც იქნებოდნენ ვეტერანები და  სამხედრო გამოცდილების ხალხი,რომელთაც  შეიძლება პარტიზანული ფუნქციებიც ქონოდათ იმ ცუდი სცენარის პირობებში თუკი სამხედრო აგრესია იქნებოდა  ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ. თარიღებიც კი მახსოვს თუ არ ვცდები, ეს იყო 2010 წლის ოქტომბერი. შემდეგ კომიტეტის თავჯდომარე თარგამაძემ ღიად ისაუბრა ამასთან დაკავშირებით მედიასთან 2011 წელს.

უცნაურია ხელახლა ხდება ხოლმე აღმოჩენა. მაშინმაშინდელი ოპოზიცია აკეთებდა ამას, თითქოს აღმოაჩინეს რაღაც, სკანდალია  ასაიდუმლოებული. ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა იმ პრობლემების ფონზე რომლიც 2008 წლის რუსეთის აგრეესიის დროს გამოჩნდა რეზერვის მაშინდელ სისტემასთან დაკავშირებით და იყო სწორი გზა  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. არც არალეგალური ყოფილა ამაში არაფერი და არც გასაიდუმლოებული საზოგადოებისგან. ბატონმა ალასანიამ 2012 წელს ეს აღმოაჩინა და გააკეთა სკანდალური განცხადება და იქვე აღმოჩნდა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში,იმიტომ რომ  იქვე იქნა გახსენებული, რომ ერთ წლით ადრე ეს ყველაფერი საჯაროდ ითქვა და აქ არაფერი საიდუმლო ან რაიმე არალეგალური და ქვეყნისთვის სახიფათო კი არა, პირიქით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გაკეთებული სტრქტურები იყო და არც გაგვიგია რომ სადმე რამე პრობლემები შექმნილიყო ამ სტრუქტურებისგან პოლიტიკური ან რაიმე სხვა სახის. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმ ცუდი სცენარითვის თუკი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება ფართო მასშტაბიანი აგრესია. რეზერვის ამ სტრუქტურის გაგრძელება არ მომხდარა. ამ ტიპის რეზერვის ჩამოყალიბება იყო სახელმწიფოს სწორი გადაწყვეტილება, ეს ყველაფერი იყო საჯაროდ განცხადებული თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა და ამაში არაფერი არც საიდუმლოდა არც კანონსაწინააღმდეგო არ ყოფილა. თუკი ამ ჯგუფის რომელიმე წევრმა ჩაიდინა რაიმე ტიპის დანაშაული, ეს რათქმაუნდა ისევე უნდა იყოს გამოძიებული, როგორც ყველა სხვა მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერჩადენილი შესაძლო დანაშაული–აცხადებს ბოკერია

banner
წინა სტატიაში2015 წელს Google-ს რუკაზე საქართველოს 5 ქალაქი სრულად განთავსდება
შემდეგი სტატია7 აპრილს ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა იკრძალება