გიგა ბოკერიას აზრით, მთავრობა “უაზრო” პიარითაა დაკავებული

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

“ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო მდივანი, გიგა ბოკერია საქართველოს მთვრობასა და პრეზიდენტს შორის 2-წლიან “ქვეყნისთვის დამაზიანებელ და უაზრო კინკლაობას” იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამის ფონზე მათ მხოლოდ ახლა მიაღწიეს კონსესუსს იმ თემაზე, რომ არ მოხდეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი გზების ერთობლივად მოძებნა.

გიგა ბოკერია აკრიტიკებს გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომის არ გამართვასთან დაკავშირებით.

“ორი დღეა ვხედავთ ამ მთავრობის უაზრო პიარს, რათა გადაფარონ ის, რომ არ აქვთ არც ხედვა და არც გეგმა, როგორ გამოიყვნონ ქვეყანა კრიზისიდან, რომელშიც თვითონ შეიყვანეს საკუთარი მავნებლური პოლიტიკით”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიუგულავას მტკიცებით, პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წაყენებას გეგმავს
შემდეგი სტატიაჯონ კერი – უახლოეს მომავალში შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დაწესდეს