გიგა ბოკერიამ შვედეთის, დანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოს შიდა და საგარეო გამოწვევებზე ისაუბრა

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს მივაწოდეთ ჩვენი ხედვა იმ მთავარი გამოწვევების შესახებ, რომელიც საქართველოს გარედან აქვს აგრესორი რუსეთის, შიგნით კი – მთავრობის სახით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული პრობლემები აწუხებთ.
“ეს ქვეყნები და კერძოდ, ეს მინისტრები საქართველოს ევროატლანტიკურ წიაღში დაბრუნების, ასევე ქვეყანაში თავისუფლების და დემოკრატიის განმტკიცების ძალიან დიდი ხნის მხარდამჭერები არიან. სწორედ ამ ორ ძირითად მიმართულებაზე იყო საუბარი. ისინი აღნიშულთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენ მათ მივაწოდეთ ჩვენი ხედვა იმ მთავარი გამოწვევების შესახებ, რომელიც აქვს საქართველოს გარედან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, აგრესორის სახით და საქართველოს შიგნით – ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგად. ეს ორი პრობლემა კომბინაციაში ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მუშაობას. რა თქმა უნდა, პრობლემაა ის ეროზია, რომელსაც ვხედავთ პროდასავლური კურსის მიმართულებით, ასევე რეალური დამძიმებაა ქვეყნის შიგნით ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანის უფლებების დაცვის და პოლიტიკური დევნის კუთხით. ეს არის ის პრობლემები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და რომელიც საქართველოს მეგობრებს აწუხებთ – დანია, პოლონეთი და შვედეთი კი, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიდანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა საკითხიც დაისვა
შემდეგი სტატიაარასამთავრობოებმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პრორუსული ჯგუფების გააქტიურებაზე ისაუბრეს