გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა

ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. ბოკერიას დაახლოებით 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ, ნიკა გვარამიას დაკითხვა კი დაახლოებით 17:30 საათისთვის დასრულდა.

გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია დაკითხვაზე გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით დაიბარეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიება 24 ოქტომბერს დაიწყო. გიგა ბოკერია იმავე დღეს დაკითხეს რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებულ “სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტთან” დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო საქმეთა დროებით რწმუნებულს სააკაშვილის გამონათქვამებზე ოფიციალური ნოტა გადაეცა
შემდეგი სტატიარუსთავი 2 საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის- საგანგებო განცხადება