გიგანტური უფსკრული რუსეთში, რომელიც თანდათან იზრდება…. (ფოტოები)

ufskruli-6რუსეთში, პერმის ოლქის დასახლებულ პუნქტ სოლიკამსკში, 2014 წლის 18 ნოემბერს აღმოჩენილი უფსკრული თანდათანობით იზრდება და გიგანტურ მასშტაბებს იღებს…
2014 წლის 18 ნოემბერს სოლიკამსკში ნიადაგის ჩაშლის შედეგად მიღებული უფსკრულის ზომები თავდაპირველად 20 მეტრი სიღრმისა და დიამეტრით 30 მეტრის გახლდათ… თუმცა უფსკრულმა სულ რამდენიმე დღეში 30×40 მეტრამდე ზომებს მიაღწია…

2015 წლის თებერვალს, სპეციალისტების მიერ გაზომილი სოლიკამსკის უფსკრული კი – 58 მეტრს სიღრმეში, ხოლო დიამეტრით 87 მეტრს აღწევდა.
ufskruli-2მიმდინარე წლის აგვისტოს თვის მეორე ნახევრის მონაცემებით, რუსი სპეციალისტების მიერ ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან დასურათებულმა და ადგილზე გაზომილმა სოლიკამსკის უფსკრულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა… ის, დღეის მონაცემებით – 122 მეტრი სიღრმის და 125 მეტრი დიამეტრის გახლავთ…
თავდაპირველად რუსი სპეციალისტები გრუნტის მსგავსი მაშტაბის ჩაშლის მიზეზად 80 წლებში მოქმედ, სამიოდე კილომეტრის მოშორებით არსებულ ,,ურალკალიას,, მაღაროს მიიჩნევდნენ… მოგვიანებით კი, უფსკრულის პრობლემაზე მომუშავე კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ჩაშლისა და უფსკრულის გაჩენის მიზეზი 1995 წელს ამ ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრაა… თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნის არ სჯერათ და სხვა დაუსაბუთებელ ვერსიებსაც ავრცელებენ.
ufskruli-3სოლიკამსკის უფსკრულთან ახლოს მცხოვრები ადამიანები კი შიშით არიან მოცულები და ხელისუფლებისგან მეტ ინფორმაციას ითხოვენ მათი საცხოვრებელი ტერიტორიის მომავალზე.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიალიასკაზე გადაღებული ობამას სელფი
შემდეგი სტატიალედი გაგას ,,ხორცის ტანსაცმელი,, დააკონსერვეს… (ფოტოები)