გია უდესიანის პირველი კომეტარი

უდესიანების პირველი კომენტარი - რას აცხადეს ბიზნესმენის და

როგორც გია უდესიანმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ოჯახის წევრების განცხდებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

გია უდესიანი
“მე ოჯახის წევრების კომენტარზე კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი არიან გამწარებული ადამიანები დღეს, მაგრამ მინდა გავაკეთო კომენტარები იმ ადამიანების შესახებ, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. არიან ჯგუფები, ვინც შავბნელ პიარს აგორებენ, წლების განმავლობაში ხდებოდა ეს. ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს. საქართველოში არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, არსებობენ ძალოვანი უწყებები, რომლებიც იმედია, ძალიან სწრაფად გამოიძიებენ ამ საქმეს”, – განაცხადა უდესიანმა.
დღეს გარდაცვლილ ბესო ხარძიანის დამ მაია ხარძიანმა მისი ძმის მკვლელობას შეკვეთილი უწოდა.
“ერთი მკვლელისკენ მიდის კვალი, რომელიც ციხეშიც კლავდა ჩემს ძმას. მთავრობას ვთხოვ, მოახდინონ გამოძიება. ეს იყო ის, რაც მის ქონებას ეხებოდა, ეს იყო მისი პარტნიორი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ეს არის გიორგი უდესიანი. უდესიანმა მაქსიმალურად უნდა გააკეთოს ის, რომ თუ თვითონ არ არის ამის გამკეთებელი, მოიძიოს ვინ არის მკვლელი და აგვიხსნას რატომ ესროლეს. ეს მკვლელობა არის შეკვეთილი”, – განაცხადა მაია ხარძიანმა.
ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სოციალური აგენტი ლევან ნავერიანი დააკავა
შემდეგი სტატიაბესიკ ხარძიანი პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავდა