გია სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავასთან აქტიურ კავშირში იმყოფებოდა–გიორგი ყუფარიძე

გია სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავასთან აქტიურ კავშირში იმყოფებოდა–გიორგი ყუფარიძე

4d305822292ab7fb7488d256424800bc“თავისუფალი თაობის” წარმომადგენლის, გიორგი ყუფარაძის განცხადებით, გია სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავასთან აქტიურ კავშირში იმყოფებოდა.
როგორც დღეს გადაცემა “იმედის კვირაში” ითქვა, ყუფარაძემ ოთხი თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში რამდენიმე მოქმედი პოლიციელის გვარი, მათ შორის სოსანაშვილიც დაასახელა, რომელთაც ყუფარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა მოეწყოთ.
ამასთან დაკავშირებით ყუფარაძემ განმარტა, რომ ის დაინტერესებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლდამცველთა დაცვის ლიგის” საქმიანობით და ესაუბრა პოლიციის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს.
“სოსანაშვილი აქტიურად იყო ჩართული ირაკლი ფირცხალავასთან კავშირში. მას, ასევე ირაკლი ქადაგიძესთან ახლო მეგობრობა აკავშირებს. გვარები, ვინც მე დავასახელე, აქტიურად უკავშირდებოდა ფირცხალავას და პოლიციიდან გათავისუფლებულ სხვა ძალოვნებს. გეგმავდნენ, პოლიციაში საბოტაჟი მოეწყოთ. “ნაციონალურ მოძრაობაში” ინფორმაციები შსს-დან “ჩარჩენილი” თანამშრომლებიდან ჟონავს”, – განაცხადა ყუფარაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფრასიძეების საქმეზე საგამოძიებო გეგმა არსებობს-ირაკლი შოთაძე
შემდეგი სტატია„საქართველო-ნატო“ ერთობლივი სასწავლო ცენტრი – რუსეთისათვის სიგნალი