გია სოსანაშვილის ადვოკატი რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება.

სხდომის დაწყებამდე გია სოსანაშვილის ადვოკატმა განცხადება გააკეთა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სადაოა. სოსო ჯოგლიძე რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს. ერთერთია დნმ-ის ანალიზი. პროკურორის განცხადებით კი, ექსპერტიზის დასკვნა კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული.

სოსანაშვილს ამ საქმეზე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ბიუჯეტის სეკვესტრი, რომელიც კარგად გაანალიზებული არ არის,” – ზურაბ აბაშიძე
შემდეგი სტატია“ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა,“ – არჩილ თალაკვაძე