გია სალუქვაძე: არასრულწლოვნები ჩვენ არ მიგვიწვევია

გურიის ახალი გუბერნატური გია სალუქვაძე უარყოფს ე.წ. ციხის კადრების ჩვენებაზე არასრულწლოვნების დასწრების ორგანიზებას. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი ზონის პროვოკაციებს.

“არასრულწლოვნების მიწვევის ორგანიზება ჩვენ არ მოგვიხდენია,”-განაცხადა გია სალუქვაძემ.

ოპონენტები გია სალუქვაძის სახელს უკავშირებენ დასავლეთ საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის გამართული კინო-ჩვენებები, რომლებზეც ე.წ. ციხის კადრები და სისასტიკის ამსახველი ვიდეო მასალა იყო ნაჩვენები

გურიის გუბერნატორს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ახალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. გია სალუქვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერმინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა უმეტესობისთვის საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მიუღებელია
შემდეგი სტატიადაზღვევის სახელმწიფო პროგრამით გაწეული მომსახურებით გამოკითხულთა უმეტესობა კმაყოფილია