გია ვოლსკი 2016 წლამდე კოალიციის დაშლას გამორიცხავს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას “რესპუბლიკელებისთვის” კოალიციიდან გასვლის მითითების თაობაზე გადაჭარბებულს უწოდებს.

“ასეთ ინფორმაციას არც ვფლობ და არც დავეთანხმები ლევან ბერძენიშვილს,” – თქვა გადაცემა “არჩევნაში” გია ვოლკიმ.

რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს და კოალიციის დაშლას, გია ვოლსკის მტკიცებით, კოალიციის დაშლა 2016 წლამდე არ მოხდება.

“ჩვენ არა ვართ მოწოდებული, რომ ხელების გადაგრეხვით განვითარდეს ურთიერთობები. განსხვავებული მოსაზრებები მომავალშიც იქნება, მაგრამ ახლო მომავალში, კერძოდ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიციის დაშლის პერსპექტივას ვერ ვხედავ,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“თუ ხელისუფლება ვაზაგაშვილის საქმეს არ გამოიძიებს, მეორე რაფალიანცად ექცევათ!”
შემდეგი სტატიარა მოხდა ,,აეროფლოტის,, ბორტზე?