გია ვოლსკი – ,,რესპუბლიკელებს” გენდერული საკითხი დაუდგათ, როდესაც თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში გადავიდა

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, თამარ კორძაია თავისი შეხედულობებით “რესპუბლიკური” პარტიის წევრი უფროა, ვიდრე – “ქართული ოცნების”.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფასეულობებზე საუბრისას კორძაია ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
“კორძაია ფრაქციაში განცხადებით შემოვიდა და ჩვენც დავაკმაყოფილეთ მისი ეს მოთხოვნა. რაც შეეხება განსხვავებას ფასეულობებში, ძალიან ხმამაღალი განცხადებაა მისი მხრიდან. არის საკითხები, რაზედაც კორძაია ,,რესპუბლიკური” პარტიის წევრი უფროა, ვიდრე – “ქართული ოცნების”. გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ,,რესპუბლიკურ პარტიას” გენდერული საკითხი დაუდგა დღის წესრიგში, როდესაც თინა ხიდაშელი გადავიდა თავდაცვის სამინისტროში”, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“
შემდეგი სტატიანინო გოგუაძე – მიკვირს, რომ თამარ კორძაია უმრავლესობის წევრად დარჩა