გია ვოლსკი – პროკურატურაში დეპარტამენტის შექმნა ახალი შეტევის საგანი გახდა

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, აუცილებელია საქმიანი და პროფესიონალური გეგმის ჩამოყალიბება.
ვოლსკის თქმით, ეკონომიკური პრობლემა, მთელ მსოფლიოში არსებობს და ის მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არ არის დამახასიათებელი.
,,ეკონომიკური პრობლემები მნიშვნელოვნად წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურობას რადგან ის თითოეულ ოჯახს შეეხო. სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, ჩვენზე ბევრად ძლიერი, განიცდის იგივე პრობლემას. არ შეიძლება მსოფლიოში არსებული ეს პრობლემა, გამოდგეს ჩვენი ნებისმიერი ოჯახის დასამშვიდებლად, მაგრამ რეალობა სახეზეა. სწორედ ამ რეალობას უნდა დავუპირისპიროთ საქმიანი, პროფესიონალურად ჩამოყალიბებული გეგმები. რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, მიტინგებისკენ და აქციებისკენ მოწოდებას, ასეთი წინადადებების და ლოზუნგების წარმოთქმა, დაკავშირებული უნდა იყოს ან უზნეობასთან, შუბლის ძარღვის პრობლემასთან ან კიდევ უნიათობასთან”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
პლენარულ სხდომაზე გია ვოლსკიმ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ეს საკითხი დღეს ახალი შეტევის საგანი გახდა.
,,ახალი შეტევის საგანი გახდა პროკურატურაში დეპარტამენტის შექმნა, რომელმაც თურმე არ უნდა გამოიძიოს ის უკანონო ქმედებები რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ამას თურმე პასუხი არ უნდა გაეცეს. ჩვენი ოპონენტები კი დღეს ხალხს მოუწოდებენ მიტინგებისკენ და ეს ყველაფერი არის მიმართული იქითკენ, რომ დაიძაბოს სიტუაცია და დაძაბულობის ატმოსფერო შეიქმნას. ეს ხომ განგებ კეთდება. ეს დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა, პროკურატურაში გაცილებით ადრე უნდა შექმნილიყო. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას ყველაფერს სწორ შეფასებას მისცემს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მნიშვნელოვანს უწოდებს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – მოვიდნენ მთავრობის წევრები პარლამენტში და ჩვენს შეკითხვებს გასცენ პასუხი