გია ვოლსკი: იქნებ ვიღაცას მართლა აწყობს “რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა შეაჩეროს და თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს

იქნებ ვიღაცას მართლა აწყობს “რუსთავი2”-მა მაუწყებლობა შეაჩეროს და თავი გაკოტრებულად, საცოდავად გამოაცხადოს, – აღნიშნული მოსაზრება პარლამენტში, “რუსთავი2”-თან დაკავშირებით გამართული დებატებისას დეპუტატმა გია ვოლსკიმ გამოთქვა.
ვოლსკის განცხადებით, “როდესაც პოლიტიკურ ინტრიგებში გამოცდილ, დახვეწილი გაიძვერობისა და თაღლითობის სპეციალობით შეიაღარებულ ადამიანებთან გიხდება საუბარი, ფრთხილად უნდა იყო და სიტყვები შეარჩიო”.
“არ შეიძლება თაღლითს თაღლითი უწოდო, რადგან მეორე დღეს შეიძლება წინ დაგხვდეს, რომ ზეწოლაა. ადამიანმა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, რომელიც არასწორად მოიქცა, მოკლა, წაართვა, გაანიავა ქონება, მისთვის გუშინდელი დღის შეხსენება არ შეიძლება, რადგან თურმე გუშინდელი დღით ცხოვრობ. მერა რა, ქიბარ ხალვაში კარგად ცხოვრობს საზღვარგარეთ და რა მოხდა, თუ ვიღაცამ ქონება დაუწვა, მდიდარია და კიდევ დარჩა ქონება. შეიძლება მას სულაც არ ეკუთვნის ის, რაზეც დავობს და შეიძლება ეროსი კიწმარიშვილს მეტი სადავო აქვს”, – განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: მედიის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის
შემდეგი სტატია“არ გვქონია მცდელობა, რომელიმე მხარის როლი შეგვემცირებინა ან მოდიფიკაცია გაგვეკეთებინა”