გია ვოლსკი: თუ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, გვეყოფა რესურსი, რომ დავძლიოთ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ კანონპროექტში, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფას ეხება, ბევრი შენიშვნაა გათვალისწინებული.

დეპუტატის თქმით, თუ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო მაინც დაადო, უმრავლესობას ეყოფა რესურსი, რომ ის დაძლიოს.

„იმ შემთხვევაში თუკი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, გაზიარებული ვერ იქნება. დღეს გვექნება ლაპარაკი ძირითად პრინციპებზე. დეტალებზე როცა გადავალთ, კანონპროექტში ნახავთ, რომ ძალიან ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულია. თვითონ იდეა, ზედამხედველობის საბჭო იყოს გახსნილი და პარლამენტიც იყოს აქტიურად ჩართული ამაში, არის ის დემოკრატიული ნიშანი, რაც უნდა ახასიათებდეს ამ ორგანოს მართვას. არამგონია, ამ დეტალების გათვალისწინების შემდეგ, პრეზიდენტს ვეტოს დადების სურვილი გაუჩნდეს. თუკი მაინც დაადო ვეტო, გვეყოფა რესურსი რომ ის დავძლიოთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის საგაზაფხულო სესია დავით უსუფაშვილმა დახურულად გამოაცხადა
შემდეგი სტატიაეკონომიკის სამინისტროს შენობა “ჰუალინგ ჯგუფმა” შეიძინა