გია ბარამიძე: მათი უსაქმურობისა და არაკომპეტენტურობის გამო, ქვეყნის ინსტიტუტები დეგრადირდება

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

კვლევის შედეგებს აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიულ რეიტინგებში მათი ნდობის რეიტინგი გაზრდილია. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების განწყობა კარგად არის ასახული კვლევებში. მათი თქმით მოსახლეობის შეხედულება კრიმინოგენული ვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ნაციონალური მოძრაობის შეხედულებებს ემთხვევა.

„ამ შემთხვევაში ისინი არ ენდობიან იმ სარკეს, რომელიც არის წარმოდგენილი ამ კვლევების სახით და გაურბიან თვალი გაუსწორონ ამ რეალობას, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან, ეს ნიშნავს, რომ ამ ხალხს არა თუ არ აქვს გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, არც უნდათ რომ დაინახონ რა ხდება, რომ მათი უსაქმურობისა და არაკომპეტენტურობის გამო ქვეყნის ინსტიტუტები დეგრადირდება,“ – აცხადებს გია ბარამიძე.

 

banner
წინა სტატიაშიIRI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს
შემდეგი სტატიაილია მეორე: ძნელია წარმოვიდგინოთ, ვინ ვიქნებოდით ჩვენ ეკლესიის და ავტოკეფალიის გარეშე