“გთხოვთ, მოგვისმინოთ და დაემორჩილოთ ჩვენს მიერ დაწესებულ წესებს”

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან, რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მას პროვოკაცია უწოდა.

მთავრობის მეთაური ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მთავრობას აქვს საკუთარი პოლიტიკა და ჩვენ უკეთ ვაფასებთ რისკებს. ჩვენთვის თქვენი თავგანწირვა და პატრიოტიზმის გამოხატულება ძალიან ძვირფასია, მაგრამ მეორეს მხრივ გთხოვთ, მოგვისმინოთ და დაემორჩილოთ ჩვენს მიერ დაწესებულ წესებს. თუ ვინმე კიდევ გაბედავს, როგორც ის ბიბლიოთეკის გამგე, რაიმე პროვოკაციას, პირდაპირ მოვუწოდებ პოლიციას, იმოქმედოს კანონის მიხედვით და უმკაცრესად დასაჯოს ასეთი ავანტიურისტები და პროვოკატორები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი მოტივაცია ქვეყნის შენებაა და არა ის, თუ სად შეიკრიბება 50 გაბოროტებული ადამიანი”
შემდეგი სტატია“პუტინი დღემდე სახალხოდ მემუქრება მოკვლით”