გზის აღდგენის მოთხოვნით აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და სოფელში ერთდროულად იმართება

17 კილომეტრიანი გზა, რომლის გავლასაც 2 საათი ჭირდება საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. საუბარია ჩოხატაური-სურევის გზაზე, რომელის მწყობრიდანაა გამოსული და გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

17 კილომეტრიანი გზის საფარის მოწესრიგებას სოფლების, დიდი ვანის, სურევისა და ტობახჩოს მაცხოვრებლები წლებია ითხოვენ, დღეს კი მათ საპროტესტო აქცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და რაიონულ ცენტრში გამართეს.

აქციები გზის სავალი ნაწილის მოწესრიგების მოთხოვნით თბილისში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ბათუმში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სოფელ დიდი ვანის, სურევის და ტობახჩოს მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთან საჭიროების შემთხვევაში მისვლას სასწრაფო, სახანძრო და პოლიცია აგვიანებს, მიზეზი კი დაზიანებული გზაა.

banner
წინა სტატიაში„ცარეილი ქვაბების“ მარში ვენესუელაში
შემდეგი სტატიაზურაბ გამეზარდაშვილი შს მინისტრად მის დანიშვნაზე კონსულტაციების მიმდინარეობას არ ადასტურებს