გვყავს მაჯლაჯუნა მინისტრი–მიხეილ სააკაშვილი

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

mishaaaექსპრეზიდენტი საქართველოში ტურიზმის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ “საქართველოს სტაბილურობის ყველა ფაქტორი არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს შექმნილი, ახალი მთავრობა კი მის განადგურებას ახდენს”.

მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ “ქვეყანაში, სადაც კანონიერ ქურდებს მინისტრები ტრაპთან ხვდებიან, უსაფრთხოების განცდა იკარგება”.

“ტურიზმი არის პირველ რიგში უსაფრთხოების განცდა. აქ კი საზღვარზე ადვილად შემოდის კანონიერი ქურდი და სამთავრობო მანქანები ხვდებიან მათ. გამოძიება ჩატარდა უკრაინაში, დაიკითხა ეკიპაჟი, უკრაინის შსს-ს მიერ დადეპორტირებულ ქურდს ვიცეპრემიერის თუ მინისტრის მანქანა დახვდა ტრაპთან და გაიყვანეს უპრობლემოდ,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრის მიერ ინიცირებული კანონიც გააკრიტიკა და თქვა, რომ “გვყავს მაჯლაჯუნა მინისტრი, რომელიც ამტკიცებს, რომ მაქსიმალურად უნდა გააძნელონ საქართველოში შემოსვლა”.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი აგებს პასუხს, ბოლო ცენტებს ვუპოვი და ხალხს დავუბრუნებ
შემდეგი სტატია“ღარიბებს გადასახადებს არ უნდა ვახდევინებდეთ” – მიხეილ სააკაშვილი