„გვინდოდა ვეფხვის დაძინება, მაგრამ აგრესიული იყო და თავდასხმაზე წამოვიდა“

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვეფხვი, რომელმაც ადამიანი დაგლიჯა, ლიკვიდირებულია.

როგორც გომელაურმა განაცხადა, მტაცებელი ცხოველის მიერ ერთი ადამიანი იქნა დაგლეჯილი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შს სამინისტრო მობილიზებულია და უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს.

„როგორც ცნობილი გახდა, ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. საწყობიდანვე ადამიანი უგონო მდგომარეობაში იქნა გადაყვანილი და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამჟამად ვეფხვი ლიკვიდირებულია. ჩვენ მისი დაძინება გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, აგრესიული იყო და თავდასხმაზე წამოვიდა. აქედან გამომდინარე, მოხდა მისი ლიკვიდირება. ჩვენ ზოოპარკის ადმინისტრაციისგან ინფორმაცია გვქონდა, რომ არცერთი მტაცებელი ცხოველი არ იყო გარეთ და არ ითვლებოდა დაკარგულად, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ ერთი ცხოველი გარეთ ყოფილა. ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, იგივე ინფორმაცია ჰქონდა პრემიერსაც“, – განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, შსს მობილიზებულია, თუმცა ცხოველების რაოდენობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მისი უწყება პასუხს არ აგებს.

banner
წინა სტატიაშიქართველმა ახალგაზრდებმა ზოოპარკის დასახმარებლად ინტერნეტ კამპანია დაიწყეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბულგარეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა