გვენეტაძის მოადგილე სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. ეს განცხადება ჩინჩალაძემ ნინო გვენეტაძისა და სასამართლო კორპუსის შეხვედრაზე გააკეთა, რასაც მასსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შეკამათება მოჰყვა.

ნინო გვენეტაძემ მიხეილ ჩინჩალაძეს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა, რაზეც მისმა მოადგილემ ცალკე შეხვედრა მოითხოვა.

„რაც არ უნდა ძვირად ჯდებოდეს ჩვენი ურთიერთობა არ მინდა, რომ ჩვენ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ. თუ გაქვთ ინფორმაცია ვალდებული ხართ არა როგორც მოსამართლემ, როგორც მოქალაქემ ამაზე ატეხოთ ერთი ამბავი და აცნობოთ შესაბამის ორგანოებს,“- განუცხადა ნინო გვენეტაძემ საკუთარ მოადგილეს.

მიხეილ ჩინჩალაძის თქმით მიუხედავად იმისა, რომ გვენეტაძე თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან პირადი შეხვედრა ამ დრომდე არ ჰქონია.

„გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ არის გარემოებები და ნიშნები, რომელიც მიუთითებს, რომ სასამართლოში კორუფციის დონე ძალიან მაღალია. ეს ხდება რეგიონებშიც და თბილისშიც,“-განაცხადა ჩინჩალაძემ.

banner
წინა სტატიაში“არ არსებობს არგუმენტი, რომ ეს ასე არ უნდა იყოს,”-ხადური საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე საუბრობს
შემდეგი სტატიააჭარაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დააკავეს