გერმანულმა მედიამ მერკელი ხიჯაბში აჩვენა

გერმანულმა მედიამ მერკელი ხიჯაბში აჩვენა

გერმანულმა მედიამ მერკელი ხიჯაბში აჩვენაგადაცემაში “რეპორტაჟი ბერლინიდან”, რომელიც გერმანულ არხ ARD-ზე გადის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ხიჯაბში აჩვენეს. კადრს ფონად ბერლინის პეიზაჟი დაყვებოდა. კადრმა სკანდალი გამოიწვია და არხი ისლამოფობიაში დაადანაშაულეს – წერს “გარდიანი”.
არხის ხელმძღვანელობა ყველა ბრალდებას უარყოფს. ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდზე ფოტო-კოლაჟის ავტორები ირწმუნებიან, რომ მიგრანტების ინტეგრაციის შესახებ პრობლემაზე უნდოდათ ყურადღების გამახვილება და არანაირი ისლამოფობიის პროპაგანდა მათ არ ქონიათ განზრახული.
საემიგრაციო საკითხი ერთ-ერთი მწვავე ამოცანაა, რომლის წინაშეც დადგა ქვეყანა მიმდინარე წლის მანძილზე. როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლომდე გერმანიას 1, 5 მილიონი ადამიანი სთხოვს თავშესაფარს. ქვეყნის ბევრი მოქალაქე თვლის, რომ მიგრანტების დიდი ნაკადი ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის. .

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სირიაში სამხედრო დანაშაულის ჩადენა უკვე მოასწრო…
შემდეგი სტატიაპუტინმა დაბადების დღეზე ჰოკეი ითამაშა და მოიგო… (VIDEO)