გერმანული ჯარი იარაღის ნაცვლად ცოცხებს იყენებს – აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი

,,ევროპამ არ იცის როგორი რეაგირება მოახდინოს რუსეთის აგრესიაზე, ხოლო ევროპული ქვეყნები, მიუხედავად უელსის შეთანხმებისა, გაზრდის ნაცვლად თავდაცვის ბიუჯტს ამცირებენ,, განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა ,,Delfi,,სთან ინტერვიუში.

,,ჩვენ ვკითხულობთ გაზეთებში რომ გერმანული ჯარი წვრთნებში ცოცხებს იყენებს იარაღის ნაცვლად, რადგან მათ არააქვთ იარაღი… ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მზად არ ვართ.,, აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

,,ბრიუსელის ფორუმში ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა თუ იცოდნენ როგორი რეაგირება მოეხდინათ საბჭოთა კავშირის არასწორ ქმედებებზე, მათ ახლა არ იციან თუ როგორ მოიქცნენ მაშინ, როცა რუსეთი სხვა სახელმწიფოში შეიჭრება და დუმილს არჩევენ,, განაცხადა ილვესმა, რომელმაც დასავლეთი უკრაინის საკითხში ჩამორჩენის გამო გააკრიტიკა.

,,ესტონეთი დღეს, როგორც არასდროს დაცულია, რადგან ის ნატოს წევრია, მაგრამ რა ქნან უკრაინამ, ფინეთმა და სხვა მეზობელმა ქვეყნებმა, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან და რომელთაც რუსეთი ემუქრება?! ნატო ხომ უარს აცხადებს მათ დახმარებაზე… ეს არის მთავარი საკითხი,, აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაში42 ქართველი სამხედროს ცხედარს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა