გერმანული მედია: სიტყვის თავისუფლება თუ სახელმწიფო ღალატი

გერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურა

გერმანიის კანცლერის უწყებამ სიტყვის თავისუფლებისადმი საკუთარი ერთგულება კიდევ ერთხელ გამოხატა პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც საიტ Netzpolitik.org-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმე აღძრა.
Netzpolitik.org-მ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი ორი ჟურნალისტი და ერთი ინფორმაციის წყარო გამოძიებას იწყებენ გერმანული სპეცსამსახურების მუშაობის თაობაზე.

ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა გამოძიება უნდა შეაჩერონ მანამდე, სანამ არ გაირკვევა, საქმე ეხება თუ არა სახელმწიფო საიდუმლოს.

ანგელა მერკელის უწყების მეთაურმა პეტერ ალტმაიერმა თქვა: “მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში მედიამ და ყველა ჟურნალისტმა იცოდეს, რომ პრესის თავისუფლება ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია, რომელსაც მთავრობა პატივს სცემს და დაიცავს”.

პროკურატურამ საქმე ფედერელური უწყების საჩივრის შემდეგ აღძრა, რომელიც კონსტიტუციური ნორმების დარღვევეში ადანაშაულებს საიტს.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”‘რამდენიმე რეგიონულ ორგანიზაციაში ახალი თავმჯდომარე ეყოლება
შემდეგი სტატია“ВКонтакте”-მ ინსტაგრამი გათიშა