გერმანულენოვანი ქვეყნები უკრაინის კრიზისის გადასაწყვეტად

ავსტრია, გერმანია, ლიხტენშტეინი და შვეიცარია “ერთიანი ძალისხმევით უკრაინის კრიზისის დაძლევას” შეეცდებიან. ამაზე საუბარია “დეკლარაციაში”, რომელსაც ოთხი გერმანულენოვანი ქვეყნის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი. როგორც შვეიცარიის ფედერალური დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტი ეუთოს ქვეყნების ფარგლებში უკრაინასთან თანამშრომლობის განმტკიცებას ეხება და ოთხ პუნქტს შეიცავს, მათ შორის საერთო ევროპული უსაფრთხოების გაძლიერება, ეუთოს ფარგლებში ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ეუთოს ფუნქციის გაძლიერება. საუბარია ასევე უკრაინის ფარგლებში ეუთოს მისიის უკრაინაში გაძლიერებაზე.
შვეიცარიის, ავსტრიის, ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები 2006 წლიდან ყოველ წელს ტარდება. 2012 წლიდან შეხვედრებში გერმანიაც ჩაერთო.

banner
წინა სტატიაშიკობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტის შესახებ, სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააშშ-ში შექმნეს წიგნი, რომლითაც წყალი იწმინდება