გერმანიის ცნობილი ადამიანები მიგრანტების მხარდასაჭერად

გერმანიის ცნობილი ადამიანები მიგრანტების მხარდასაჭერად

გერმანიის ცნობილი ადამიანები მიგრანტების მხარდასაჭერადგერმანიის ასამდე საზოგადო მოღვაწემ მიგრანტების მხარდამჭერ აქციაზე მიიღო მონაწილეობა.
ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, კულტურის და საზოგადო მოღვაწეები, ასევე სპორტსმენები მიგრანტებისადმი სოლიდარობის აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, რომელიც გერმანულმა გამოცემა Bild am Sonntag-ის მიერ იყო ორგანიზებული.

მონაწილეთა შორის იყვნენ ფედერელური მთავრობის და საეკლესიო იერერქიის წარმომადგენლები, პროფკავშირების ხელმძღვანელები, ასევე საბირჟო ინდექს Dax-ში შემავალი კონცერნების დირექტორები.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა მიგრანტებს დიდი სამთავრობო მხარდაჭერა გამოუცხადა. მან თქვა, რომ “თავშესაფრის მაძიებლებს უფლება აქვთ შიშის გარეშე იცხოვრონ და ქონდეთ ღირსეული ცხოვრება”. მან, ასევე აღნიშნა, რომ ევროპისთვის მიმდინარე მოვლენები “ყველაზე დიდი გამოცდაა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, გავუმკლავდებით” – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა რუსეთი მესამე რაიხის საგანძურის პრეტენდენტების სიიდან ამოიღო
შემდეგი სტატიადიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის შეთავაზებისათვის, ისე თანამშრომლობის შეწყვეტისათვისაც