გერმანიის კანცლერმა მარიუპოლის მოვლენები შეაფასა

გერმანია საბერძნეთისგან ვალების დაბრუნებას მოითხოვს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მარიუპოლის მოვლენებს „მშვიდობის დარღვევის მორიგი და აბსოლუტურად გაუმართლებელი დარღვევა უწოდა“.
როგორც ბიბისი იუწყება, გუშინ მერკელსა და რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო დიალოგი გაიმართა.
ამასთანავე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოლაპარაკებები აწარმოა უკრაინის პრეზიდენტს პიოტრ პოროშენკოსა და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკთან.
ელისეის სასახლის პრეს-ოფისის ცნობით ოლანდმა „სერიოზული შეშფოთება გამოთქვა“ უკრაინაში გაზრდილ ძალადობასთან დაკავშირებით.
მარიუპოლში შაბათის ინტენსიური დაბობმვების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.
ცეცხლი საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებით სეპარატისტებმა გახსნეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში თვითმფრინავში დამონტაჟებულ ბომბზე შეტყობინება მიიღეს
შემდეგი სტატიაქარბუქი აშშ-ში – გადადებულია 1800 რეისი