გერმანიის კანცლერი შესაძლოა ნობელის პრემიით დააჯილდოვონ

ბუნდესტაგის დეპუტატებმა ანგელა მერკელის კანდიდატურა ნობელის პრემიაზე წარადგინეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევისთვის. თუკი ნობელის კომიტეტი მის კანდიდატურას დაამტკიცებს, კანცელერი მშვიდე მოქმედი ქვეყნის მეთაური იქნება, რომელიც უკანასკნელი 25 წლის მანძილზე დაჯილდოვდა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ნობელის პრემიაზე წარდგენა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან მისი თანაპარტიელების წინადადება იყო. როგორც პარტიის წარმომადგენლები სილვია პატნელი და კარლ-გეორგ ვალმანი ამბობენ, წინადადების საფუძველი ის დიდი შრომა და ძალისხმევა იყო, რომეოლიც მერკელმა უკრაინის კრიზისის დასაძლევად არ დაიშურა: „ეს კოლოსალური შრომაა, თუკი ამ შრომის შედეგი მშვიდობა იქნება, ვფიქრობთ, ლოგიკურია, ნობელის პრემიის მშვიდობის დარგში მერკელისთვის გადაცემა“ – ამბობენ ისინი.
ეს გერმანელი პოლიტიკოსების პირველი სანობელო ინიციატივა არ არის. დეკემბერში ევროპარლამენტის მეთაურმა მარტინ შულცმა და სოფლის მეორნეობის მინისტრმა BILD-ის მეშვეობით ნობელის პრემიაზე რომის პაპი ფრანცისკი წარადგინეს. ნობელის კომიტეტის წესების თანახმად, პრემიის კანდიდატად დასახელება გასული წლის ლაურეატებსაც შეუძლიათ, ასევე მთავრობების და პარლემენტებს, საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეებს, რექტორებს და უნივერსიტეტების პროფესურას.
1990 წლიდან შემდეგი მთავრობის მეთაურები დაჯილდოვდნენ ნობელის პრემიით: მიხეილ გორბაჩოვი – სსრ კავშირის პრეზიდენტი, ისრაელის პრემიერი იცხაკ რაბინი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიმ დე ჩუნი, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ომაბა და ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი.
ნობელის პრემია 1901 წლიდან ენიჭებათ. მას შემდეგ მისი მფობელები გახდნენ 103 ადამიანი და 25 ორგანიზაცია. ნობელის პრემიის კომიტეტის წესების თანახმად ინფორმაცია წარდგენილი კანდიდატების და მათი წარმდგენი პირების შესახებ 50 წლის მანძილზე საიდუმლოდ ინახება. ინფორმაციის ნაწილი მხოლოდ მასმედიაში გაპარული დაუზუსტებელი ინფორმაციით ვრცელდება.
ცნობილია,რომ თავის დროზე ნობელის პრემიაზე წარდგენილი იყვნენ და ვერ მიიღეს იოსებ სტალინმა, ადოლფ ჰიტლერმა, ვინსტონ ჩერჩილმა (ნობელი ლიტერატურის დარგში აიღო).
კომიტეტის არქივებიდან ირკვევა, რომ 1945 წელს იოსებ სტალინის კანდიდატურა ნორვეგიელმა ისტორიკოსმა წარადგინა, 1939 წელს კი ჰიტლერის კანდიდატურა – შვედმა დეპუტატმა ერიჰ გოტფრიდ კრისტიანმა.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკი მოუწოდებს რუსებს ნაპალმით გადაწვან კიევი
შემდეგი სტატიაუკრაინა: სატელეფონო დიპლომატიის გაგრძელება