გერმანიის კანცლერი ოფიციალური ათენისთვის საგარეო ვალის ჩამოწერას გამორიცხავს

ევროპელი ლიდერები საბერძნეთისგან ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ.

გერმანიის კანცლერი ოფიციალური ათენისთვის საგარეო ვალის ჩამოწერას გამორიცხავს. ანგელა მერკელის თქმით, ფინანსურ დახმარებას საბერძნეთი მხოლოდ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში მიიღებს.

ეს განცხადება მერკელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო კრედიტორებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

იანის ვარუფაკისის თქმით, საგარეო ვალის დაფარვის პირობების განხილვას ახალი მთავრობა პირადად ევროკავშირის ლიდერებთან გეგმავს.

საბერძნეთის საგარეო ვალი ამ დროისთვის 300 მილიარდ ევროს აღწევს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიანიკა მელია პროკურატურას საკრებულოს საკონკურსო გასაუბრებაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს