გერმანია: შენგენში თავისუფალი გადაადგილება საფრთხის ქვეშ არის

გერმანია: შენგენში თავისუფალი გადაადგილება საფრთხის ქვეშ არის

გერმანია: შენგენში თავისუფალი გადაადგილება საფრთხის ქვეშ არისგერმანიამ შესაძლებელია შენგენის ზონაში მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებაზე უარი თქვას – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა.
“ჩვენ შენგენს მხარს ვუჭერთ… მაგრამ თუკი კანონს არავინ დაიცავს, შენგენი განსაცდელშია” – განაცხადა მან ბიბისისთან ინტერვიუში.
როგორც ვარაუდობენ, მიმდინარე წელს გერმანია 800 ათას მოთხოვნას მიიღებს თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით – ეს კი ბევრად მეტია, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნებში.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთს მოუწოდა მეტი მიგრანტი მიიღოს.

“ცხადია, ბრიტანეთს განსაკუთრებული როლი აქვს, რადგანაც ის შენგენში არ შედის. თუმცაღა, ევროკავშირის ქვეყნებმა საკუთარი მოვალეობების შესრულებას მეტი რესურსი უნდა მოახმარონ” – თვლის მინისტრი.

შენგენის ზონაში 26 ქვეყანა შედის, მათი უმეტესობა ევროკავშირის წევრია.

ევროკავშირის ჩინოვნიკები წელს მიგრაციის კუთხით შექმნილ სიტუაციას “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდ კრიზისს” უწოდებენ.

banner
წინა სტატიაშისროლა ამსტერდამში – დაჭრილებს შორის ფრანგი მსახიობი ჟან იუგ ანგლადიც არის
შემდეგი სტატია“რომის მეფე” “ნათლიმამას” მელოდიაზე დაასაფლავეს