გერმანიაში ცეცხლი წაუკიდეს შენობას, სადაც მიგრანტები უნდა დაესახლებინათ

გერმანიაში ცეცხლი წაუკიდეს შენობას, სადაც მიგრანტები უნდა დაესახლებინათ

გერმანიაში ცეცხლი წაუკიდეს შენობას, სადაც მიგრანტები უნდა დაესახლებინათგერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ ქალაქ ნაუეში, სავარაუდოდ, წინასწარ განზრახულად, ცეცხლი წაეკიდა სკოლის სპორტულ დარბაზს, რომელიც დროებით თავშესაფრის მაძიებელთა დასაბინავებლად უნდა გამოეყენებინათ.
ნაუეში რამდენიმე დღის წინ ულტრამემარჯვენეებმა მიგრანტების წინააღმდეგ დემონსტრაცია მოაწყვეს.
ცეცხლი გიმნაზიის შენობაში დაიწყო, რომელიც ბერლინიდან 15 კილომეტრის მოშორებით არის. სავარაუდოდ, აქ 130 დევნილისთვის მზადდებოდა ადგილი.

პოლიციის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ ცეცხლი ტექნიკური გაუმართაობის გამო მოეკიდა შენობას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

banner
წინა სტატიაშითავადმა რომანოვმა ყირიმში ცხოვრების სურვილი გამოთქვა
შემდეგი სტატიაბათუმის ქუჩები დაიტბორა