გერმანიაში პუტინზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

გერმანიაში პუტინზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

გერმანიაში პუტინზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდაგერმანიაში პუტინზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც მისი „შტაზში“ მუშაობის პერიოდს ეხება. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ სვავდა ის ალკოჰოლს, როგორ ცემდა ცოლს, ზარმაცობდა სამსახურში და ხელებს უფათურებდა მასთან მომუშავე ქალებს. ფილმში აღწერილი პუტინი რადიკალურად განსხვავდება იმ პრეზიდენტისგან, როგორზეც წარმოდგენა აქვთ რუსეთში.
ფილმი “Putin the man” რამდენიმე დღის წინ გერმანულმა არხმა ZDF-მა აჩვენა.
ფილმის შემქმნელები რუსეთის პრეზიდენტის წარსულს აჩვენებენ, განსაკუთრებით მისი უშიშროებაში მუშაობის პერიოდს, როცა ის ოპერატიული ოფიცერი იყო და 1980-იან წლებში ცხოვრობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლოკაში. კინომატოგრაფებმა „შტაზის“ საიდუმლო მასალები შეისწავლეს, სადაც პუტინი მუშაობდა, ჩაიწერეს პუტინის ყოფილი თანამშრომლების მოგონებები, ასევე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების აგენტები.
ამოტივტივდა პუტინისთვის არასახარბიელო ფაქტები. დოკუმენტალისტების თანამოსაუბრეები ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ ხშირად დადიოდა პუტინი სამსახურში მთვრალი, თუ როგორ არ უყვარდა მას მუშაობა, და მიუხედავად იმისა, რომ მასში არაფერი გავს ჯეიმს ბონდს, ყოველთვის ცდილობდა მაჩო ყოფილიყო.
ფილმში მოყოლილია 1989 წელს მომხდარი ფაქტი, როცა მან თავის ქვეშემვრდომებს უბრძანა დასავლეთგერმანელების წინააღმდეგ ცეცხლი გაეხსნათ, თუკი ისინი მათ შტაბს თავს დაესხმებოდნენ.
ერთხელ, როგორც ფილმის ერთ-ერთი მონაწილე ყვება, პუტინმა იმ სეიფის გასაღები დაკარგა, სადაც სადაზვერვო მასალები ინახებოდა. გასაღები შემთხვევით ერთ-ერთმა გერმანელმა მოქალაქემ იპოვა და ნაპოვნის შესახებ განცხადებები განათავსა ხეებსა და ბოძებზე. ასეთი იუმორისტული ეპიზოდები, როგორც გერმანული მედია იტყობინება, არა ერთი იყო მომავალი პრეზიდენტის ისტორიაში.
ფილმში მოყოლილია, თუ როგორ ტერორში ამყოფებდა ის ცოლს, ლუდმილას, და როგორ ცემდა. ამასთანავე, როგორ არ იყო გულგრილი ქალთა სქესის მიმართ. ფილმის ერთ-ერთი რესპოდენტი იხსენებს, როგორ დათვრა პუტინი მისი თანამშრომლის დაბადების დღეზე და როგორ დასდევდა იუბილარის ქალიშვილს საკოცნელად მისი სურვილის წინააღმდეგ.
პუტინის ხასიათი არ შეცვლილა მას შემდეგაც, რაც ის რუსეთის პრეზიდენტი გახდა. კრემლის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი ყვება თუ როგორ დააგვიანა ნახევარი საათით პუტინმა ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედთან შეხვედრაზე. საკუთარ მინისტრებს კი, როგორც წესი, საათობით ალოდინებს.
პუტინის ბიოგრაფი ბენ ჯუდა ყვება, რომ რუსეთის პრეზიდენტს პანიკურად ეშინია სიბერის. დასავლეთის სადაზვერვო წყაროების ინფორმაციით 2010 წელს პუტინმა პლასტიკურ ქირურგებს მიმართა, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, თუმცა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის. სპეციალისტების ჩარევა 62 წლის პრეზიდენტს სახეზე ნამდვილად ეტყობა – წერს გერმანული მედია.

banner
წინა სტატიაშიახალი სიმღერა პუტინზე – გერმანელთა შურისძიება (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგადმოვარდა თუ გადმოაგდეს-რა შეემთხვა 25 წლის გოგოს ბათუმში?