გერმანიაში ორი საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლებიდან 70 წელს აღნიშნავენ

c3facc7a645dგერმანიაში ორი საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების 70 წლისთავს აღნიშნავენ, რომელიც ომის დასრულებამდე რამდენიმე ხნით ადრე მოხდა.
სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე, ანა კომაროვსკა ღებულობდა მონაწილეობას – ერთ-ერთი ბანაკის, რავენსბრიუკის უმეტესი ბინადარი ზუსტად პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ.
ცერემონია რავენსბურკის გარდა ბერლინთან ახლოს მდებარე ზაკსენჰაუზენის ყოფილ ბანაკშიც გაიმართა.
ზაკსენჰაუზენში 30-დან 50 ათას ადამიანამდე დაიღუპა. დაკავებულებს შორის იყვნენ ებრაელები, პოლონელები, საბჭოთა სამხედრო პირები და ნაციზმის მოწინააღმდეგეები.
რავენსბრიუკში 130 ათასამდე ქალი იყო დატყვევებული, მათგან 30 თასი დაიღუპა. ზაკსენბურგი 1945 წლის 22 აპრილს გაანთავისუფლეს, რევენსბრიუკი კი 30 აპრილს.

banner
წინა სტატიაშიახმედ ზაკაევი: „ვინც პანკისიდან სირიაში წავიდა, ყველა არ მოკვდება, დაბრუნდებიან და პრობლემებს შეუქმნიან ქვეყანას“
შემდეგი სტატიაექსპრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ოპოზიცია საკუთარ როლს უაღრესად ცუდად და უხეშად ასრულებს