გერმანიაში აუშვიცის 94 წლის დაცვას ასამართლებენ

გერმანიაში აუშვიცის 94 წლის დაცვას ასამართლებენ

გერმანიაში აუშვიცის 94 წლის დაცვას ასამართლებენგერმანული საკონცენტრაციო ბანაკის აუშვიცის დაცვაში მომუშავემ სასამართლოში განაცხადა, რომ მას პატიება თხოვნა მხოლოდ ღმერთისთვის შეუძლია.
ოსკარ გრენინგმა, რომელიც ახლა 94 წლის არის, ჰოლოკოსტში საკუთარი მონაწილეობა აღიარა. მისი თქმით, ის ახალმოყვანილი ტყვეების ფულებს ითვლიდა.
სასამართლოში მან განაცხადა, რომ მკვლელობების წინააღმდეგ იმიტომ არ გამოდიოდა, რომ ბრმად ენდობოდა და ასრულებდა ბრძანებებს, რომელსაც ნაცისტები გასცემდნენ ბანაკში.
ირენ ვაისმა, რომელიც აუშვიცის ბანაკიდან ერთ-ერთ გადარჩენილთაგანია, ამბობს, რომ დაცვა, რომელიც მათ ფულს და ძვირფასეულობას ართმევდა, ასევე ამზადებდა ხალხს გაზის კამერებისთვის. მან ასევე თქვა, რომ გრენინგს ის ვერასდროს აპატიებს.
გერმანული საკონცენტრაციო ბანაკი აუშვიცი რამდენინე ბანაკისგან შედგებოდა, რომელიც თავის მხრივ ჰექტარობით იყო გაშევნებული. მეორე მსოფლიო ომის დროს აუშვიცში 1, 5 მილიომი ადამიანი გაგუდეს გაზის კამერებში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსული გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაკონკურენცია Apple-სა და Spotify-ს შორის – ვინ გაყიდის მეტ მუსიკას