გერმანიამ G7 სამიტზე რუსეთის მოწვევაზე უარი განაცხადა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დღეს მემარცხენე რადიკალური პარტიის წინადადებაზე, დიდი შვიდეულის სამიტზე მოწვეულ იქნას ვლადიმირ პუტინი, უარი განაცხადა.
გასულ წელს შვიდი განვითარებული ქვეყნის ყოველწლიურმა სამიტმა პუტინის გარეშე ჩაიარა, რომლითაც ყირიმში მიმდინარე მოვლენებზე პროტესტი გამოთქვეს ქვეყნებმა.
შტაინმაიერის თქმით, დიდი რვიანის გზა რუსეთისთვის მხოლოდ ყირიმის გარეშე შეიძლება გაიღოს.
გრეგორ გიზმა, პარლამენტის მემარცხენე ფრაქციის ლიდერმა, სადაც ყოფილი კომუნისტებიც არიან აღმოსავლეთ გერმანიიდან, მოწოდება გააკეთა, რომ პუტინი დიდ სამიტზე დაეპატიჟებინათ, რომელიც ივნისში ბავარიაშია დაგეგმილი.
მისი თქმით, რუსეთთან თანამშრომლობა ბევრი რიგი საკითხების მოსაგვარებლად აუცილებელია.
Die Welt-თან ინტერვიუში შტაინმაიერმა განაცხადა, რომ სირიაში, იემენში და ლიბანში სიტიაციის დასარეგულირებლად რუსეთის მონაწილეობა სასურველია, მაგრამ მისი კლუბში დაბრუნება უკრაინასთან შექმნილი მდგომარეობის გამო , ფაქტობრივად, შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშიფრანცისკმა სომხების მკვლელობას მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა
შემდეგი სტატიაესტონეთის მეთაურს ქვეყანაში ნატოს მუდმივი ძალების ყოლა უნდა