გერმანიამ ერაყელ ქურთებს 13 მლნ. ევროს იარაღი გადასცა

fft81_mf2577656გერმანიის ხელისუფლებამ ისლამური სახელმწიფოს წინაარმდეგ მეომარ ერაყის ქურდისტანის შეიარაღებულ ძალებს ,,ფეშმერგას,, 13 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი გადასცა.

ერაყის ქურდისტანისტანის ხელმძღვანელობა, თავისი შეიარაღებული ძალების ,,ფეშმერგას,, მეშვეობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტ ზარალს აყენებს ისლამურის სახელმწიფოს მებრძოლებს არა მხოლოდ ერაყში, არამედ სირიის ტერიტორიაზეც. ,,ფეშმერგა,, კოორდინირებულად მოქმედებს კოალიციური ძალების სარდლობასთან, რაც კოალიციური ძალების ავიადარტყმებით განისაზღვრება ,,ფეშმერგას,, მიერ მითითებულ პოზიციებზე. ერაყის სახელისუფლო სამხედრო ძალებთან შედარებით, ,,ფეშმერგა,, უფრო მოქნილი, გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალაა და სწორედ ამიტომ, ნატოს მხრიდანაც მეტი ყურადღება ეთმობა მათ დახმარებას.

30 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმტყორცნი ,,მილანი,, , 203 ყუმბარმტორცნი,  4000 ცალი G3 ავტომატი, 40 ცალი P1 პისტოლეტი, 10 000 ხელყუმბარა, 6,5 მილიონი ტყვია, 10 სამხედრო მანქანა ,,დინგო,, 10 სანიტარული ავტომანქანა, ზამტრის ტანსაცმელი და სანიტარული მასალები… ეს ყველაფერი გერმანელებმა სატვირთო სამხედრო თვითმფრინავით ქურთ სამხედროებს ერაყის ქურთისტანში ჩაუტანეს.

აღსანიშნავია, რომ კოალიციური ძალების მიერ სადამ ჰუსეინის არმიისათვის წართმეული ნაალაფარი იარაღისა და ტექნიკის ძირითადი ნაწილი, სწორედ ,,ფეშმერგას,, გადაეცა. მას შემდეგაც ნატოს ქვეყნები და უმეტესად აშშ, ხშირად უწევენ სამხედრო დახმარებას ამ ორგანიზაციას.

banner
წინა სტატიაშისექს-ორცისტი მღვდელი მრევლს აუპატიურებდა
შემდეგი სტატიაეროსი კიწმარიშვილის საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს