გერმანელმა პოლიციელებმა ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს

გერმანელმა პოლიციელებმა ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს. სპეცოპერაცია ქალაქ კობლენცში ჩატარდა. ქართველები მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი მაღაზიებს ძარცვავდნენ.

გერმანული მედია წერს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გერმანიაში არალეგალურად ჩადიოდნენ და თავშესაფრის მისაღებად განაცხადს აკეთებდნენ. განაცხადის განხილვამდე კი მოცდის პერიოდში დანაშაულს ჩადიოდნენ. გერმანული გამოცემის www.swr.de ცნობით, მხოლოდ გასულ 2014 წელს ქართველებმა გერმანიაში 1067 დანაშაული ჩაიდინეს.

ამ შემთხვევის შემდეგ პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმშია გადასული.

banner
წინა სტატიაშირუსთავსა და გარდაბანში შაურმით 10 ადამიანის მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო