გერმანელი გენერალი რუსეთში არ შეუშვეს

გენერალი გერტ გაველლიუკს სამხედრო ატაშედ უნდა ემუშავა რუსეთში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოში. გენერლის რუსეთში შესვლის აკრძალვა, რუსეთისგან, შესაძლოა უწყებების საპასუხო სვლა იყოს – ამის შესახებ «დოიჩე ველე» წერს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ «მოულოდნელად», ყველანაირი მიზეზის ახსნის გარეშე უარი განაცხადა გენერლისთვის ვიზის მიცემაზე – წერს Der Spiegel.
დიპლომატიურ წრეებში ამბობენ, რომ ინციდენტი «სამაგიეროს გადახდა» იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის გერმანიიდან გამოძევების გამო, რომელსაც გერმანიამ ჯაშუშობაში დასდო ბრალი.
ინციდენტი ყირიმის ანექსიის გამო რუსეთ-გერმანიას შორის გართულებული სიტუაციის ფონზე ხდება. უკანასკნელ პერიოდში ხშირად მხარეები მაღალჩინოსნებზე ვიზებს არ გასცემენ და უკრძალავენ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას.

banner
წინა სტატიაშისამგორში სიგარეტების ქარხანაში სახანძრო რაზმია მობილიზებული
შემდეგი სტატია„ჩვენი შვილები უნდა იცნობდნენ ჩვენი დროის გმირებს!..“ – ირაკლი ღლონტი